ლევან დავითაშვილი - იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე წელს უკვე დაიწყება ნავთობის გატარება ბაქო-სუფსის მილსადენით

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი იმედოვნებს, რომ ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის გატარება მიმდინარე წელს დაიწყება.

დავითაშვილის განცხადებით, საკითხზე მოლპარაკებები ორი წელია მიმდინარეობს.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მომავალში აღნიშნული მილსადენით მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის გატარების მოლოდინი არსებობს.

“რაც შეეხება ყაზახური ნავთობის ბაქო-სუფსის მილსადენით გატარებასთან დაკავშირებით, ამაზე თითქმის ორი წელია გვაქვს საკმაოდ აქტიური საუბარი, ეს არის არა მხოლოდ საქართველოს საკითხი. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მჭიდრო თანამშრომლობა რამდენიმე ქვეყნის იმისთვის, რომ ეს ნავთობი ამ მილსადენში მოხვდეს. იცით, რომ მჭიდრო თანამშრომლობა არის საჭირო BP-სთან. BP-სთან ჩვენ ამაზე უშუალოდ კონტაქტი გვაქვს და პრინციპში პოზიციები აბსოლუტურად თანხვედრაშია.

რაც შეეხება ნავთობსადენის გამოყენებას, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი აზერბაიჯანული მხარის პოზიცია და აქაც ინტენსიური დიალოგი გვაქვს. საჭირო იყო შეთანხმება გარკვეულ პირობებზე. იცით, რომ განსხვავებული ტიპის ნავთობია ყაზახური და შერევა აზერბაიჯანულ ნავთობთან ვერ მოხდებოდა. ვფიქრობ, რომ ძირითადი საკითხებში ჩვენ ახლა გარკვეულობა გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე წელს უკვე დაიწყება ნავთობის გატარება. მომავალში ვფიქრობთ, რომ ჩვენ შევძლებთ მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის გატარებას. იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წელსვე დაიწყება ნავთობის გატარება”, - განაცხადა დავითაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება