მიხეილ სარჯველაძე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ხელმძღვანელმა, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, ინფორმაცია მიიღო მათი საჭიროებებისა და მომსახურების პროცესში არსებული გამოწვევების შესახებ.

შეხვედრისას, განიხილეს არსებულ გამოწვევებთან გამკლავების შესაძლო გზები.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ უწყების ნებისმიერი გადაწყვეტილება პაციენტის საუკეთესო ინტერესების, როგორც მთავარი პრიორიტეტის დაცვის გარანტი იქნება. მინისტრის განცხადებით, სწორედ აღნიშნული მიდგომებით იხელმძღვანელებს, სამინისტრო, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების საჭიროებებზე მუშაობის პროცესში.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე, იმსჯელეს პაციენტების ჩართულობის საკითხებზეც, სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, პაციენტებთან კომუნიკაცია უწყვეტად გაგრძელდება და იდენტიფიცირებული პრობლემების გადასაჭრელად, შემდგომ ნაბიჯებს მათთან ერთად განიხილავენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება