ასლან ბჟანია - დღეისთვის რუსეთი ჩვენი ერთადერთი ფანჯარაა მსოფლიოში

დღეისთვის რუსეთი ჩვენთვის ერთადერთი ფანჯარაა მსოფლიოში. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პრეზიდენტმა” ასლან ბჟანიამ განაცხადა.

მისი თქმით, „აფხაზეთს ჰყავს მეგობრები“.

“ოკეანეში ჩაკარგული კუნძული არ ვართ, რომელიც ბუნების სტიქიურ ძალებთან ერთი-ერთზეა დარჩენილი. დამოუკიდებელ აფხაზეთს ჰყავს მეგობრები, თუნდაც ისინი არც ისე დიდი რაოდენობით არიან, ჰყავს მეზობლები და მოკავშირეები, და მათ შორის არის ქვეყანა, რომელიც ერთდროულად ჩვენი საუკეთესო მეგობარია, საუკეთესო მეზობელია, ხოლო დღეისთვის ჩვენი ერთადერთი ფანჯარაცაა მსოფლიოში. ეს რუსეთის ფედერაციაა, რომელმაც პირველმა აღიარა ჩვენი თვითგამორკვევის უფლება, საკუთარ სახლში ცხოვრების და საკუთარ ენაზე საუბრის, საკუთარი კულტურისა და ეკონომიკის განვითარების უფლება”, - განაცხადა ბჟანიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს