ჯაბა სამუშია 1924 წლის აჯანყებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა

1924 წლის აჯანყების 100 წლისთავთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება.

თსუ-ს ინფორმაციით, საბჭოთა ოკუპაციისგან გათავისუფლებისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენისათვის თავგანწირვის ღირსეული დაფასებისთვის, იმ დროს განვითარებული მოვლენების უკეთ შესწავლა-გაანალიზებისა და საქართველოს ისტორიაში ამ ამბებისთვის საკადრისი ადგილის დამკვიდრებისთვის, თსუ-ში მკვლევართა ჯგუფი შეიქმნა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მკვლევართა ჯგუფი თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებისა და თსუ-ს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებისაგან შედგება.

„ჯგუფის წევრები თსუ-ს რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას შეხვდნენ და განსახორციელებელ გეგმებსა და მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრეს. თსუ-ს რექტორის ინიციატივით, აგვისტოს აჯანყების 100-წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში უკვე ცნობილ მეცნიერებთან ერთად, ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტებიც ჩაერთვებიან.

შეხვედრაზე, ისაუბრეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებაზე. კონფერენცია სახელწოდებით ,,ეროვნულ განმათავისუფლებელი და ანტისაბჭოთა მოძრაობა აღმოსავლეთ ევროპაში” ოქტომბერში გაიმართება და მასში ქართველებთან ერთად უცხოელი მკვლევრებიც ჩაერთვებიან. შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ სტუდენტური ესეების კონკურსის ორგანიზებასა და აჯანყების თემაზე პუბლიკაციების გამოცემაზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს