გია ცაგარეიშვილი პარტია „ახალზე“ - რამდენად არიან ახლები ადამიანები, რომლებმაც ძველი დროიდან საზარელი კვალი დააჩნიეს ქართულ რეალობას და ქართულ პოლიტიკას?

რამდენად არიან ახლები ადამიანები, რომლებმაც ძველი დროიდან საზარელი კვალი დააჩნიეს ქართულ რეალობას და ქართულ პოლიტიკას? - გარდა უკეთურობისა ვერაფრით ვერ წარმოაჩინეს საკუთარი თავი. რამდენად შეიძლება ამ ადამიანებს ახლები ვუწოდოთ?, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას მიერ პარტია „ახალის“ შექმნის თაობაზე განაცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით, ქართული ოპოზიციური სპექტრი "თავგამოდებულად გაურბის წარსულს", რადგან წარსული ახსენებს ყველაფერს, რაც უკეთებიათ "ამ ადამიანებს, მათ ბელადებს, მათ გულშემატკივრებს და მათ პატრონებს საქართველოში".

„დღეს ერთ-ერთი მათი თავგზააბნეული გულშემატკივარი, თუ ჯერ არ შექმნილი პარტიის წევრი ამბობდა, რომ ახალ სახეებზე და ძველ სახეებზე კი არ ვსაუბრობთ, ახალ იდეებზე ვსაუბრობთო. როდის ყოფილა, რომ წარსულ დროში საშინელ დანაშაულში ბრალდებული თუ ეჭვმიტანილი ადამიანები, მომავალში ახალი იდეების გენერირებას ახდენდნენ და თავს აწონებდნენ საზოგადოებას?! ასე არ კეთდება პოლიტიკა და ასე ვეღარ გაგრძელდება საქართველოში პოლიტიკის კეთება. ადამიანები, რომელთა წარსული ძალიან კარგად ახსოვთ, ნამდვილად ვერ შექმნიან ქვეყნის მომავალს. საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, 12 წლის შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში წავიდა, წააგო არჩევნები, იმის მერე ქართული ოპოზიციური სპექტრი თავგამოდებულად გაურბის წარსულს და ეს არის ერთი უსაშველო მარათონი ამ ადამიანების წარსულიდან განრიდების. გაურბიან თავის წარსულს, არ უნდათ ამ წარსულის გახსენება, არადა წარსული ახსენებს ყველაფერს იმას, რა უკეთებიათ ამ ადამიანებს, მათ ბელადებს, მათ გულშემატკივრებს, მათ პატრონებს საქართველოში. არა მხოლოდ, სხვათა შორის, 12 წლამდე, არამედ 12 წლის მერეც რა უკეთებიათ ამ ადამიანებს ქართულ პოლიტიკაში. ასე რომ, არაფერი ახალი ამაში არ არის და ეს არის უბრალოდ, გადამღერება იმ ძველისა, რაც მე მგონი, არც არავის დავიწყებია და რაც ძალიან მძიმე ასოციაციებს იწვევს ადამიანების შეგნებაში“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა "მოამბეში", რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის