ვლადიმერ პუტინი - რუსეთი მზადაა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარების შემდეგ წარმოქმნილი სურვილების საფუძველზე

რუსეთი მზადაა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ისინი უნდა იყოს დაფუძნებული რეალობაზე და არა ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენების შემდეგ გაჩენილ სურვილებზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

"მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის? დიახ, ვართ, მაგრამ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, არა ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარების შემდეგ წარმოქმნილი გარკვეული სურვილების საფუძველზე, არამედ იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც განვითარდა,“ - აღნიშნა პუტინმა.

მისი მტკიცებით, მოლაპარაკებები არ არის პაუზა კიევის გადაიარაღებისთვის, არამედ სერიოზული საუბარი რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების საკითხის ჩათვლით.

”მზად ვართ სერიოზული საუბრისთვის და გვინდა ყველა კონფლიქტი, და განსაკუთრებით ეს კონფლიქტი, მშვიდობიანი გზით გადავწყვიტოთ, მაგრამ ნათლად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის პაუზა, რომლის გაკეთებაც მტერს სურს გადაიარაღებისთვის და ეს არის სერიოზული საუბარი რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების გარანტიებით“, - განაცხადა პუტინმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება