გიორგი კახიანი - გაუგებარი იყო ევროკავშირისა და გერმანიის საელჩოების განმარტებები, რადგან ქართულ საზოგადოებაში ასეთი შეხვედრები დიდ აღშფოთებას იწვევს - ადეიშვილი ის ადამიანია ვინც საქართველოს დიდი უბედურება მოუტანა

რა თქმა უნდა, მიუღებელია, როცა ვხედავთ, რომ პიროვნება, რომელიც მძიმე დანაშაულებშია მსჯავრდებული, შეხვედრებს მართავს გერმანიისა და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებში, ოფიციალურ პირებთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ზურაბ ადეიშვილის გერმანიისა და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებში გამართული შეხვედრების შესახებ განაცხადა.

მისი განმარტებით, მსგავსი დამოკიდებულებები ქართულ საზოგადოებაში ხელს უწყობს ანტიევროპული განწყობების დამკვიდრებას.

„გაუგებარი იყო ევროკავშირისა და გერმანიის საელჩოების განმარტებებიც, რადგან უნდა გვესმოდეს, რომ ქართულ საზოგადოებაში ასეთი დამოკიდებულება და შეხვედრები დიდ აღშფოთებას იწვევს, რადგან ადეიშვილი ის ადამიანი იყო, ვინც მძიმე სისტემა შექმნა, რომელმაც საქართველოს დიდი უბედურება მოუტანა. ვინც ცდილობს, რომ საქართველოში ანტიევროპული განწყობები დაამძიმოს, მათ ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ამის წინააღმდეგ ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ევროპულმა სტრუქტურებმაც შესაბამისად უნდა იმოქმედონ. სწორი იქნება, როცა მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული პირი საქართველოს გადმოეცეს და მან მსჯავრი სწორედ საქართველოში უნდა მოიხადოს,” - განაცხადა გიორგი კახიანმა შვეიცარიაში ვიზიტის დროს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება