ზაზა ლომინაძე - შვეიცარიის ორივე პალატაში გვექნება შეხვედრები და ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მეტად გაუმჯობესდეს

შვეიცარიის კონფედერაციაში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნებს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუმჯობესდა როგორც საპარლამენტო, ისე მთავრობის დონეზე, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ შვეიცარიაში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის პროექტების მხარდაჭერა უნდა მოხდეს, რაც მეტ მეტ შესაძლებლობებს ითვალისწინებს.

,,ეს ვიზიტი სწორედ ემსახურება იმას, რომ მეტი დაახლოება და დამეგობრება მოხდეს. იცით, რომ მკვეთრად გაუმჯობესდა მდგომარეობა ტურიზმის მიმართულებით. ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით, 28-30 პროცენტით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 40-მდე შვეიცარიული კომპანია ოპერირებს და ბოლო პერიოდში მათი ინვესტიცია 12-13 პროცენტით არის გაზრდილი. შვეიცარიის ორივე პალატაში გვექნება შეხვედრები და ვისაუბრებთ იმაზე, როგორ შეიძლება, ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს. შარშან, საქართველოს პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო, რომელიც მთავრობას შესაძლებლობას აძლევდა, პირდაპირი შესყიდვით ქვეყანაში შემოეტანა ინოვაციური, ონკოლოგიური მედიკამენტები. ეს მედიკამენტები უკვე ხმარდება ონკოპაციენტებს. ამის გაფართოებაც იგეგმება. ამიტომ, პროექტების მხარდაჭერა უნდა მოხდეს, რაც ითვალისწინებს მეტ სავაჭრო ბრუნვასა და ქვეყანაში მეტი ტურისტის ჩამოსვლას. სწორედ ზუსტად ამ მიზნით გაიმართება შეხვედრები“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს