დონალდ ტუსკი - ათასობით უკრაინელის სიცოცხლე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული

ათასობით უკრაინელის სიცოცხლე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

„ეს რაღაც პოლიტიკური კამათი არ არის, რომელიც გავლენას მხოლოდ ამერიკულ პოლიტიკურ არენაზე ახდენს. პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებისას ბატონი ჯონსონის წარუმატებლობა ათასობით ადამიანის სიცოცხლის ფასად დაჯდება. იგი ამაზე პირად პასუხისმგებლობას იღებს“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

დონალდ ტუსკი და პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდნენ.

ტუსკმა აღნიშნა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ კენჭისყრა უნდა დაუშვას.

„მას უნდა ესმოდეს, რომ მილიონობით ადამიანის ბედი მის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული და უკრაინაში ათასობით სიცოცხლე მის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება