ჯო ბაიდენი - ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რადგან პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რადგან პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან და პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება, რადგან როგორც პოლონეთს ახსოვს, რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება. პუტინი უფრო შორს წავა და ევროპას, აშშ-სა და მთელ თავისუფალ სამყაროს საფრთხეში ჩააგდებს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა პოლონეთის პრემიერსა და პრეზიდენტს განუცხადა, რომ რუსეთის საფრთხის ფონზე პოლონეთის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია.

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ჯო ბაიდენთან შეხვედრისას ნატო-ს თავდაცვის ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-მდე გაზრდის საკითხი განიხილა.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ ნათლად აჩვენა, რომ აშშ უსაფრთხოების საკითხებში ლიდერად უნდა დარჩეს. მაგრამ, ალიანსის უსაფრთხოებაზე სხვა მოკავშირეებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ“, - აღნიშნა დუდამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება