მიხეილ დაუშვილი - „ახალს“ დაირქმევენ თუ სხვა რამეს, ჩემთვის ისინი „ნაციონალური მოძრაობაა“ - არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არავითარი ტიპის გაერთიანება და კოალიცია არ გვექნება, მათ შორის, არც გვარამია-მელიასთან

ჩვენთვის „ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი მიმართულებაა [პარტია „ახალი”], - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას გაერთიანებას.

დაუშვილის თქმით, პარტია „საქართველოსთვის” 2024-ის არჩევნებისთვის არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არავითარი ტიპის გაერთიანებასა და კოალიციას არ აპირებენ, მათ შორის, პარტია „ახალთან”.

„ჩვენთვის „ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი მიმართულებაა [პარტია „ახალი”]. მელიაზე მეუბნებით, რომ ახალია. მელია, რომელიც რამდენიმე წლის წინ პარლამენტზე შტურმის ორგანიზატორი იყო და ერთ-ერთი ძირძველი „ნაცია”. ამიტომ, „ახალს” დაირქმევენ თუ სხვა რამეს, ეს არსებითი არ არის, ჩემთვის ისინი „ნაციონალური მოძრაობაა”. რაც შეეხება თანამშრომლობას, ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიო და უცვლელია, 2024-ის არჩევნების კონტექსტში ჩვენ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არავითარი ტიპის გაერთიანება და კოალიცია საარჩევნო მიზნებისთვის უბრალოდ, არ გვექნება. მათ შორის, რა თქმა უნდა გვარამია-მელიასთან”, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ცნობისთვის, ნიკა მელია და ნიკა გვარამია გაერთიანდნენ. მათი გაერთიანების სახელწოდებაა "ახალი", ხოლო არჩევნებში მონაწილეობას საარჩევნო ნომერი 4-ით მიიღებენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება