„ეფეს საქართველო“ მომხმარებელს ახალ ენერგეტიკულ სასმელს სთავაზობს

„ეფეს საქართველო“ ლუდისა და ლიმონათის შემდეგ, ენერგეტიკული სასმელების კატეგორიაში შედის და მომხმარებელს ახალ პროდუქტს „პიკს“ სთავაზობს. ენერგეტიკული სასმელების კატეგორია მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება, მათ შორის, მზარდია საქართველოს ბაზარიც. შესაბამისად, როგორც ბაზრის ლიდერმა კომპანიამ, „ეფეს საქართველომ“ გადაწყვიტა ენერგეტიკული სასმელების კატეგორიაში შესვლა და მომხმარებლებისთვის უმაღლესი ხარისხის ენერგეტიკული სასმელის შეთავაზება.

„პიკი“ დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით. მისი უნიკალური ფორმულა კოფეინსა და ტაურინთან ერთად შეიცავს მრავალ ვიტამინს (B2, B5, B6 B12). „ეფეს საქართველოს“ მიზანია „პიკი“ გახდეს ბაზრის ლიდერი ბრენდი საქართველოში და დაიმკვიდროს ადგილი პრემიუმ სეგმენტში ახლო მომავალში.

იმისთვის, რომ მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა გამორჩეული ენერგეტიკული სასმელი, ჩვენ 1 წლის განმავლობაში მასშტაბური მარკეტინგული კვლევები ჩავატარეთ. საერთო ჯამში კვლევებში 2000-მდე მიზნობრივი მომხმარებელი მონაწილეობდა.

პროდუქტის განვითარებისთვის დეტალურად შევისწავლეთ მომხმარებელთა სურვილები გემოს, ინგრედიენტებისა და ფუნქციონალურობის შესახებ დაპიკისსაბოლოო ფორმულა რეალურ გამოხმაურებებზე დაყრდნობით შევქმენით. შედეგად, „პიკიაკმაყოფილებს ჩვენი მრავალფეროვანი აუდიტორიის საჭიროებებს. საბოლოო ჯამში, მივიღეთ იდეალურად დაბალანსებული გემო.

პროდუქტის განვითარების კვლევების გარდა, ჩვენ ბრენდის სახელზე და შეფუთვის დიზაინზეც გამოვიკვლიეთ მომხმარებელთა სურვილები. შესაბამისად, გამარჯვებული სახელი და დიზაინი ავირჩიეთ ახალი პროდუქტისთვის.

ბრენდის სახელიპიკისაკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა კონცეფციის კუთხით. ზოგადად სიტყვაპიკიყველასთვის ასოცირდება კულმინაციასთან, რომელიც მიიღწევა გარკვეული პროცესის გავლის შემდეგ, გარკვეულ უმაღლეს წერტილზე მისვლით. თუმცა იმისათვის რომ ამ კულმინაციამდე მივიდეთ, პირველ რიგში, უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რისთვისაც გვჭირდება ერთგვარი მუხტი. ამიტომ ბრენდიპიკიერთგვარი სტარტერია ყველა საქმის წინ. სწორედ აქედან გამომდინარეობს ბრენდის და კამპანიის სლოგანი: „პიკი დასაწყისია,“- აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ მარკეტინგის მენეჯერი გურანდა ნემსაძე.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს