ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ის მიერ კეზერაშვილისთვის ვიზის არ გაცემაზე - კარგი იქნება თუ ეს გავრცელდება ევროპის იმ ქვეყნებზეც, სადაც პენსიონერებს მანიპულაციებით სძალავდნენ ფულს კეზერაშვილი და მასთან დაკავშირებული პირები

კარგი იქნება თუ ეს გავრცელდება ევროპის იმ ქვეყნებზეც, კონკრეტულად რომელი ქვეყნის პენსიონერებსაც ასეთი მანიპულაციების გზებით სძალავდნენ ფულს კეზერაშვილი და მასთან დაკავშირებული პირები, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ს მიერ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრზე, დავით კეზერაშვილზე ვიზის არ გაცემას.

ქადაგიშვილის თქმით, მითითება ფულის გათეთრებაზეა, რაც ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე სამართალდარღვევათა დანაშაულად ითვლება.

„ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მათ შორის, ქართული სასამართლო და საერთაშორისო გამოძიება, რომელშიც საქართველო ძალიან ინტენსიურად არის ჩართული, სწორედ იძიებს და ედავება დავით კეზერაშვილს უკანონო გზით ფულის გამოძალვას და შემდეგ ამ ფულის გათეთრებას და გამოყენებას. კონკრეტულად, ეს საკითხი ცნობილია, როგორც “პენსიონერების ძარცვა”. აქედან გამომდინარე, ამან უკვე ძალიან დიდი საერთაშორისო რეზონანსი მიიღო. ეტყობა, უკვე სამართლებრივი საფუძვლები ამ საკითხზე საკმაოდ გამოკვეთილია გამოძიების პირობებში და ვფიქრობ აშშ-ს მხარემ აქედან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება. მითითება არის სწორედ ფულის გათეთრებაზე, რაც ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე სამართალდარღვევათა დანაშაულად ითვლება. ვფიქრობ, რომ ალბათ, კარგი იქნება თუ ეს გავრცელდება ევროპის იმ ქვეყნებზეც, კონკრეტულად რომელი ქვეყნის პენსიონერებსაც ასეთი მანიპულაციების გზებით სძალავდნენ ფულს კეზერაშვილი და მასთან დაკავშირებული პირები”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა.

როგორც „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დავით კეზერაშვილისთვის ვიზის არ მიცემის მიზეზად ფულის გათეთრებაზე ეჭვი წარმოადგენდა.

მათივე ინფორმაციით, უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისით დათარიღებული დადგენილება გახდა. კონკრეტულად ის მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც, დავით კეზერაშვილს აშშ-ს ვიზა არ მისცეს, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო