გურამ მაჭარაშვილი - თუ უცხოური ძალები ასე თავხედურად შეაწყალებინებენ ზურაბიშვილს სააკაშვილს, ჩავთვლით, რომ „გლობალური ომის პარტიამ“ ცეცხლი გაუხსნა ქართულ სახელმწიფოს

თუ „გლობალური ომის პარტია“ ფეხქვეშ გათელავს კანონის უზენაესობას, შეურაცხყოფას მიაყენებს ქართულ სახელმწიფოს და სულში ჩააფურთხებს იმ ათასობით ადამიანს, რომელიც განადგურდა სააკაშვილის რეჟიმის დროს, ჩვენ ჩავთვლით, რომ "უცხოურმა ძალებმა" ცეცხლი გაუხსნა ქართულ სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში, ჩვენ - "ხალხის ძალა" ვიქნებით პირველ ხაზზე, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საჯარო მტკიცებულებები არსებობს იმისათვის, რომ "სააკაშვილის რეჟიმი" გასამართლდეს, მაგრამ "თუ ასე თავხედურად, "უცხოური ძალები" ზურაბიშვილს შეაწყალებინებენ სააკაშვილს", "ხალხის ძალა" 2008 წლის ომთან დაკავშირებით გამოძიებას მოითხოვს".

"თუ "გლობალური ომის პარტია" პრაქტიკულად, უგულებელყოფს სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააკაშვილის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, ფეხქვეშ გათელავს კანონის უზენაესობას, შეურაცხყოფას მიაყენებს ქართულ სახელმწიფოს და სულში ჩააფურთხებს იმ ათასობით ადამიანს, რომელიც განადგურდა სააკაშვილის რეჟიმის დროს, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავთვლით, რომ უცხოურმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნა ქართულ სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში, ჩვენ - "ხალხის ძალა" ვიქნებით პირველ ხაზზე და აუცილებლად წინ აღვუდგებით იმას, რომ მოხდეს უცხოური ძალების მხრიდან მანიპულაციები და ამ შემთხვევაში სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ, რა თქმა უნდა, იმ საჯაროდ აღიარებულ მტკიცებულებებს კიდევ ერთხელ გამოვაქვეყნებთ, რაც ჩვენს წერილშია მითითებული და ხელის გულზე დევს ეს მტკიცებულებები. საჯარო მტკიცებულებები იმისათვის, რომ გასამართლდეს ეს რეჟიმი არსებობს, მაგრამ თუ ასე თავხედურად უცხოური ძალები ზურაბიშვილს შეაწყალებინებენ სააკაშვილს, ჩვენ არჩევნებამდე დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ამის გამოძიებას, რისი მტკიცებულებებიც უკვე ხელის გულზე დევს," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება