თორნიკე რიჟვაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაბა ჩაქვში ტურისტულად აქტიურ ზონაში, სრულად განახლდა და შეიცვალა არსებული პარკის ინფრასტრუქტურა. პარკის რეაბილიტაციის ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია.

„დასკვნით ეტაპზეა სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და მოსწავლეები სექტემბრიდან სწავლას ევროპული სტანდარტების, განახლებულ სკოლაში გააგრძელებენ. განხორციელდა შენობის შიდა და ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოეწყო ღია სპორტული მოედანი და ამფითეატრი. სრულად კეთილმოეწყო სკოლის ტერიტორია. სამუშაოების ღირებულება 1 600 000 ლარია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში, გაზიფიცირების პროცესი დასრულდა. გაზი სოფელ ხალას 205 აბონენტს ჩაერთვება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სოფელ ხალაში ჯემალ კახიძის ოჯახში გაზი აანთო. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბოლო წლების განმავლობაში 27 სოფელში განხორციელდა გაზიფიცირება, ბუნებრივი აირი 12 418 აბონენტს მიეწოდება და ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება. გაზიფიცირების სამუშაოები გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ განხორციელდა.

ქობულეთში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოები მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ქობულეთის მერმა ლევან ზოიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მიჯისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს