დავით მათიკაშვილი - კარგი იქნება თუ ევროპელი კოლეგები გაიზიარებენ ამერიკულ სულისკვეთებას, დავით კეზერაშვილს იმ სტატუსს მიანიჭებენ, რაც მას ეკუთვნის, გადმოსცემენ საქართველოს და ის აქ სათანადოდ გასამართლდება

კარგი იქნება თუ ჩვენი ევროპელი კოლეგები გაიზიარებენ ამერიკულ სულისკვეთებას, დავით კეზერაშვილს იმ სტატუსს მიანიჭებენ, რაც მას ეკუთვნის, გადმოსცემენ საქართველოს და ის აქ სათანადოდ გასამართლდება ქართული მართლმსაჯულებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტური გამოძიებით დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილი „ევროპელ პენსიონერებს ძარცვავდა და ამ ნაძარცვი ფულით ის რადიკალურ ოპოზიციას და მის გაგრძელება მედიასაშუალებებს აფინანსებს”.

„როგორც ვიცით, აშშ-მ დავით კეზერაშვილი თავის ტერიტორიაზე არ შეუვა. უარის მიზეზი ის იყო, რომ კეზერაშვილი მხილებული და ეჭვმიტანილია ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ საქმეებში. მან თავის გასამართლებლად გასაჩივრების უფლებით ისარგებლა და სასამართლოშიც კი უჩივლა შეერთებულ შტატებს. მისი დანაშაულები უფრო ყოვლისმომცველია, ვიდრე მხოლოდ ფულის გათეთრებაა. ის საქართველოში გასამართლებულია უმძიმესი დანაშაულებისთვის. ასევე, სულ ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტური გამოძიებით დადასტურდა, რომ კეზერაშვილი ევროპელ პენსიონერებს ძარცვავდა და ამ ნაძარცვი ფულით ის რადიკალურ ოპოზიციას და მის გაგრძელება მედიასაშუალებებს აფინანსებს. კარგი იქნება თუ ჩვენი ევროპელი კოლეგები გაიზიარებენ ამერიკულ სულისკვეთებას, კეზერაშვილს იმ სტატუსს მიანიჭებენ, რაც მას ეკუთვნის, გადმოსცემენ საქართველოს და ის აქ სათანადოდ გასამართლდება ქართული მართლმსაჯულებით”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. როგორც „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დავით კეზერაშვილისთვის ვიზის არ მიცემის მიზეზად ფულის გათეთრებაზე ეჭვი წარმოადგენდა.

მათივე ინფორმაციით, უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა. სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისით დათარიღებული დადგენილება გახდა. კონკრეტულად ის მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც, დავით კეზერაშვილს აშშ-ს ვიზა არ მისცეს, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება