მარიამ ქვრივიშვილმა „ლუფტჰანზას ჯგუფის“ გენერალურ მენეჯერთან საქართველოს საავიაციო ბაზარზე გერმანული ჯგუფის მიერ ფრენების გაზრდის საკითხი განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილმა გერმანიის საავიაციო ჯგუფის „ლუფტანზას“ გენერალურ მენეჯერ, ბერნჰარდ ვოდლთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც საქართველოს საავიაციო ბაზარზე გერმანული ჯგუფის მიერ კიდევ უფრო მეტი რეგულარული რეისის შესრულების საკითხი განიხილეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღინიშნა, რომ „ლუფჰანზას“ ჯგუფი მიმდინარე წელს გაზრდის რეგულარული რეისების განხორციელებას საქართველოს მიმართულებით.

„კერძოდ, თუკი დღემდე ჯგუფი ოპერირებდა კვირაში 7 სიხშირით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან ფრენებს 18 სიხშირით შეასრულებს - რეისები განხორციელდება გერმანიის და ავსტრიის 5 ქალაქიდან (ბერლინი, ვენა, მიუნხენი, დიუსელდორფი, შტუტგარტი).

მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, ევროკავშირის ქვეყნებთან მეტი პირდაპირი რეისის განხორციელების ხელშეწყობა მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა. მისივე თქმით, გაზრდილი სიხშირეები გაზრდის საქართველოს აეროპორტების გამტარუნარიანობას და მიმდინარე წელს ხელს შეუწყობს მეტი ევროპელი ტურისტის შემოსვლას საქართველოში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ მხარეებს შორის სამომავლოდ გაგრძელდება ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც დადებითად აისახება საქართველოში ევროპელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდაზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება