ცესკოს თავმჯდომარემ ბულგარეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დღეს გაიმართა და მხარეებმა მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს. საუბრის ძირითადი თემა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადება და აღნიშნულ არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება იყო. ცესკოს თავმჯდომარემ და ბულგარეთის ელჩმა ასევე ისაუბრეს საარჩევნო პროცესებში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

„გიორგი კალანდარიშვილმა ვესელინ ვალკანოვს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ, ისაუბრა უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. მან ელჩს ასევე გააცნო ინფორმაცია ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით მიმდინარე ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის შესახებ. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების აქტიური დაკვირვება, მათი მხრიდან ობიექტური, ნეიტრალური და მიუკერძოებელი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გაზიარება.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად გააგრძელებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს. მისივე თქმით, არჩევნების მოდერნიზების მნიშვნელოვან ეტაპზე დიპლომატიური კორპუსის ჩართულობა, მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გაცნობა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში დიდ როლს ასრულებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება