პარტია „მოქალაქეების“ წევრები ბათუმში პენსიონერებს შეხვდნენ

პარტია „მოქალაქეების“ ინფორმაციით, იკვეთება კიდევ ერთი სქემა, რომლითაც "ლიბერთი ბანკი“ პენსიონერების ძარცვის ლეგალიზების გაგრძელებას ცდილობს“.

პარტია “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები” დღეს საპენსიო სესხებით დაზარალებულებს ბათუმში შეხვდნენ. პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას ასამდე პენსიონერი ესწრებოდა, თითქმის იდენტური პრობლემებით - „კერძოდ, ყველა მათგანი აცხადებს, რომ ბანკმა იმ საბანკო პროდუქტის შესახებ, რომელსაც უფორმებდა, სრულყოფილი ინფორმაცია არ მიაწოდა და ფინანსურად ძალიან ზარალდებიან“.

„უამრავი პენსიონერი მოტყუებით დაკისრებულ საბანკო ვალდებულებას წლებია ვერ უმკლავდება. ამას ემატება პანდემიის დროს ე.წ. საშეღავათო პერიოდისას გადავადებული და სინამდვილეში დროში გახანგრძლივებული სესხები და ოვერდრაფტები, რომლებიც პენსიონერებმა ლამის სიცოცხლის ბოლომდე უნდა იხადონ. გვაქვს წარმატებული შედეგებიც - ასობით ძველ ჩარჩოში დაბრუნებული და განულებული საპენსიო სესხი. როგორც ჩანს, გარკვეულ ჯგუფებს უჩნდებათ ხელის შეშლის სურვილი, თუმცა არავის მივცემთ შესაძლებლობას წაართვან პენსიონერებს სამართლიანობის აღდგენის შესაძლებლობა“, - განაცხადა „მოქალაქეების“ დეპუტატმა ქეთევან თურაზაშვილმა.

ბათუმში გამართული შეხვედრისას პარლამენტის წევრმა პენსიონერებს იურისტების დახმარებით პრობლემის შესაბამისი განცხადებები დააწერინა და საკუთარი ხელით “ლიბერთი ბანკში“ შეიტანა.

„ბანკის მხრიდან პროცესში არაერთ დარღვევას ვაწყდებით. ბანკი ინდივიდუალურად მისულ პენსიონერებს უარს ეუბნება ხელშეკრულების და ამონაწერის მიცემაზეც კი, რომელიც ბანკის ყველა ფილიალის კომპიუტერულ სისტემაში ინახება, თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომია და ბანკს არ აქვს უფლება მომხმარებელს ის დაუმალოს ან მის გაცემაზე უარი უთხრას. იკვეთება კიდევ ერთი სქემა, რომლითაც “ლიბერთი ბანკი“ პენსიონერების ძარცვის ლეგალიზების გაგრძელებას ცდილობს. ამ ინფორმაციას კონკრეტული მაგალითებით ძალიან მალე გავასაჯაროებთ”, - განაცხადა ბათუმში გამართული შეხვედრის შემდეგ ქეთევან თურაზაშვილმა.

პოლიტიკური ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, პარტიის იურისტებთან და გუნდის წევრებთან ერთად, 12 მარტს ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც პენსიონერებს განცხადებების დაწერასა და ბანკში შეტანაში დაეხმარა.

ხვალ, 14 მარტს ფოთსა და ლანჩხუთში ჩავა და საპენსიო სესხებით დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება