ამერიკულმა საერთაშორისო გამომცემლობამ, Nova Science Publishers, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მონოგრაფია გამოსცა

ამერიკულმა საერთაშორისო ავტორიტეტულმა გამომცემლობამ - Nova Science Publishers - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ახალი სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფია - Technical Systems of Protection of Hydro Resources, Management end Monitoring of Processes („ჰიდრორესურსების დაცვის საინჟინრო სისტემები, პროცესების მართვა და მონიტორინგი) გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, გამომცემლობა Nova Science Publishers აქვეყნებს მაღალი ხარისხის სამეცნიერო ნაშრომების ფართო სპექტრს მსოფლიოს მასშტაბით და თანამშრომლობს დარგში გამოჩენილ მკვლევარებსა და ექსპერტებთან, მოწინავე კვლევების გლობალურ დონეზე წარმოჩენისა და განვითარების მიზნით. Გამოქვეყნებული ნაშრომები გადიან მკაცრ ექსპერტულ შეფასებას და რეფერირდებიან Elsevier, Scopus, Gardners და სხვა მონაცემთა ბაზებში.

„მონოგრაფია - Technical Systems of Protection of Hydro Resources, Management end Monitoring of Processes, რომელიც ეფუძნება თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებისა და პროცესების ავტომატიზაციის მეთოდების გამოყენებით ჩატარებულ ხანგრძლივ სამეცნიერო კვლევას, ინგლისურ ენაზე გამოიცა და მასში განხილულია ჰიდრორესურსების საინჟინრო დაცვის თანამედროვე სისტემების გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობები, მონიტორინგისა და მართვის საკითხები, ეუტროფიკაციის გამომწვევი მიზეზები, წყლის რესურსების ბიოგენური ელემენტებით დაბინძურებული წყაროები, დამაბინძურებლების წყალში შეღწევის გზები და მათი უარყოფითი გავლენა გარემოსა და ადამიანზე.

როგორც გამომცემლობა Nova Science Publishers-ის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ანოტაციაშია ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობა, როგორც საინჟინრო საქმის ერთ-ერთ უმთავრესი და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, განსაზღვრავს ენერგეტიკის დარგის, მდინარეებისა და საზღვაო ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური, სოციალური და სხვა მიმართულებების განვითარებისა და ეფექტიანობის პერსპექტივებს. მათი თქმით, სწორედ ეს მნიშვნელოვანი საკითხებია განხილული აკადემიკოს დავით გურგენიძის სამეცნიერო ნაშრომში, რომლის უპირატესობაც ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა საიმედო და ხანგრძლივი მუშაობის, მთის მდინარეების ეფექტიანი სტაბილიზაციისა და დიდი ეკონომიკური ეფექტის მიღების კვლევაა. მონოგრაფიაში, ჰიდროტექნიკური ინოვაციური ნაგებობების ეფექტურობის დასადგენად, წარმოდგენილია კონსტრუქციების ტექნიკურ-ეკონომიკური ეფექტიანობის გაანგარიშების მეთოდოლოგია და შეფასებულია თითოეული ნაგებობის ეკონომიკური ეფექტი, გარდა ამისა, განხილულია გარემოსდაცვითი პროგრამების განხორციელების ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლების გზები და ბუნებრივი რესურსების გამოყენებისას კომპლექსური პროგრამების ფორმირების ინტეგრირებული მიდგომები. ნაშრომში ხაზგასმულია წყლის რესურსების საინჟინრო დაცვის თანამედროვე სისტემების გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო პირობების მონიტორინგისა და მართვის საკითხები.

გამომცემლობა აღნიშნავს, რომ პლანეტის ჰიდროსფეროში არსებული ბუნებრივი წონასწორობის რღვევის პროცესი საგანგაშო ხასიათს იღებს. ბუნებრივი და ხელოვნური წყალსატევები, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლები დაბინძურებულია, წყლის დონეები კატასტროფულ ნიშნულებამდეა დაწეული, წყლის მრავალი წყარო კი დაკარგულია. გარემოში წონასწორობის შენარჩუნების, ბუნებრივი, ტექნოგენური და ანთროპოგენური ზემოქმედების შერბილებისა და კორექციის ღონისძიებების გატარებას მრავალი საერთაშორისო ინსტიტუცია ისახავს მიზნად. წყლის რესურსებისა და სანიტარიული სისტემის მდგრადი მართვა და განვითარება დიდი ხანია აღარ არის ცალკეული ქვეყნების საზრუნავი - ეს გლობალურად გადასაწყვეტი საკითხია, რაშიც თითოეული ქვეყნის როლი მნიშვნელოვანია. ამდენად, გამომცემლობის განმარტებით, აკადემიკოს დავით გურგენიძის მონოგრაფიაში განხილული კვლევა და მისი შედეგები მნიშვნელოვანია როგორც დარგის სპეციალისტისტებისა და ინჟინერ-პრაქტიკოსებისთვის, ასევე, საინჟინრო ნაგებობების სისტემებში მოღვაწე მკვლევრებისთვის, დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს