საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუ-ის და რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სახელით, ცნობილ პიანისტს, გიორგი ვაჩნაძეს, სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორად არჩევას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების, ასევე, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სახელით, ცნობილ პიანისტსა და პედაგოგს, გიორგი ვაჩნაძეს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორად არჩევას ულოცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, დარწმუნებულია, ახალი რექტორი სახელმწიფო კონსერვატორიაში ახალგაზრდა თაობებს არაერთ საინტერესო პერსპექტივას და შესაძლებლობას შესთავაზებს.

„აღიარებულ პიანისტს, არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატს, მათ შორის ალაბამის, ცინცინატისა და პალმ ბიჩის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსების გამარჯვებულს, ცნობილს მრავალი ქვეყნის უდიდეს საკონცერტო დარბაზებში შთამბეჭდავი გამოსვლებით, ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტის პროფესორს, გიორგი ვაჩნაძეს, ვულოცავთ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვანი ტრადიციების მქონე უმაღლესი სამუსიკო სკოლის - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორად არჩევას.

ბატონო გიორგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების, ასევე, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სახელით, გისურვებთ წარმატებით დაგეძლიოთ ყველა მნიშვნელოვანი გამოწვევა. დარწმუნებული ვართ, თქვენი რექტორობის პერიოდში, სახელმწიფო კონსერვატორიაში ახალგაზრდა თაობებს არაერთი საინტერესო პერსპექტივა და ახალი შემოქმედებითი შესაძლებლობები გაეხსნებათ, გახდებიან თანამედროვეობის აღიარებული, მეტიც, ლეგენდარული მუსიკოსები, მომღერლები, შემსრულებლები, რომლებიც შორს გაიტანენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და საქართველოს სახელს“, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება