თურქეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო და საზღვაო გზით მიწოდება პოზიტიური ნაბიჯია, მაგრამ გამოსავალი არ არის

ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო და საზღვაო გზით მიწოდება პოზიტიური ნაბიჯია, მაგრამ გამოსავალი არ არის, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ონჩუ კეჩელიმ ანკარაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ აშშ ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფის დასრულების გზებს მსოფლიო საზოგადოების მიერ მათზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად ეძებს. მეორე მხრივ, ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებელია პრობლემის რეალური საფუძვლის მოგვარება“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, რომ ანკარამ ღაზაში 9 000 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს