რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში, აფხაზეთის მთავრობის მიერ 2023 წლის სამთავრობო პროგრამების შესრულების შესახებ საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

მოხსენებაში რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამშვიდობო პოლიტიკის, ინსტიტუციური გაძლიერების, დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მხარდასაჭერად, ასევე ეკონომიკური საქმიანობისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც 2023 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.

„მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრებმა, ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერებამ ხელი შეუწყო როგორც დევნილი, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

რუსლან აბაშიძემ დეპუტატების წინაშე აფხაზეთის მთავრობის სამომავლო სამოქმედო გეგმასა და ინიციატივებზე ისაუბრა.

მოხსენების შემდეგ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა. უმაღლესმა საბჭომ მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში დადებითად შეაფასა.

აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შემაჯამებელ წლიურ ანგარიშს აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის მთავრობის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება