რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე თურქეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბატონ ალი ქაან ორბაის შეხვდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმოიხილეს რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ელჩმა წარმატებულად შეაფასა ვიზიტის შედეგები და აღნიშნა, რომ თურქეთი მიესალმება რელიგიის სააგენტოსა და მის კოლეგა ორგანიზაციას, დიანეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

„შეხვედრაზე, აგრეთვე, ადიგენში მომხდარი ფაქტი განიხილეს. ზაზა ვაშაყმაძის თქმით, საქართველოში ყველა რელიგიური კონფესიის უფლებები თანაბრადაა დაცული, ამგვარი მიდგომებით იხელმძღვანელებს სახელმწიფო ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, პროცესში კი ჩართულნი იქნებიან დასავლეთ საქართველოს მუფთი, ადამ შანთაძე და ჯავახეთის მუფთი, მამუკა ვაშაყმაძე. ელჩმა ორბაიმ კმაყოფილება გამოთქვა სააგენტოს პოზიციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თურქეთი აფასებს რელიგიის სააგენტოს მიდგომებს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს მას.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი რელიგიის საკითხებში, ბატონი მაჰმუთ გოლი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება