მარია ზახაროვა - სხვა არაფერი შეგვიძლია, ვიდრე შეშფოთებულები ვიყოთ სომხეთის ხელმძღვანელობის ულტიმატუმებითა და შეურაცხმყოფელი რიტორიკით

რუსეთი შეშფოთებულია სომხეთის ხელმძღვანელობის მხრიდან შეურაცხმყოფელი რიტორიკისა და ულტიმატუმების გამო. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

“სხვა არაფერი შეგვიძლია, ვიდრე შეშფოთებულები ვიყოთ სომხეთის ხელმძღვანელობის მხრიდან ულტიმატუმებითა და ხანდახან შეურაცხმყოფელი რიტორიკით. დამაბნეველია სომხური ელიტის ნაწილის მუდმივი სურვილი, განიხილოს თავი ОДКБ (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) ორგანიზაციის ფარგლებს მიღმა”, - განაცხადა ზახაროვამ.

მან ურჩია სომხეთს ОДКБ-ში მისი წევრობის მომავალი ორგანიზაციის ფარგლებში განიხილოს და რუსეთთან კომუნიკაციის ორმხრივი არხები გამოიყენოს ყველაფერზე, რაც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება.

ცნობისთვის, 12 მარტს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი ОДКБ-ს დატოვებს თუ ორგანიზაცია დამაკმაყოფილებლად არ ჩამოაყალიბებს სომხეთის უსაფრთხოების დაცვისადმი თავის ერთგულებას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება