მამუკა მდინარაძე - თუ ვამბობთ, რომ ჩვენ პირში ვეუბნებით სიმართლეს ჩვენს მეგობრებს, ეს ანტიდასავლურობაა და ადეიშვილის გადაადგილება დასავლურობა?

ვიღაცებმა გადაწყვიტეს, რომ თავს ვესხმით დასავლეთს. თავდასხმა რას ნიშნავს? თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ პირში ვეუბნებით სიმართლეს ჩვენს მეგობრებს, ეს ანტიდასავლურობაა და ადეიშვილის გადაადგილება დასავლურობა?, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ადამიანი, რომელიც „სადისტური სისტემის შემქმნელი“ იყო, რომელსაც ევროპაში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევენ და ამაზე მმართველი პარტია საყვედურს აცხადებს, ეს არ შეიძლება ანტიდასავლურად ჩაითვალოს.

„საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი სადისტად და ამ სადისტური სისტემის შემქმნელებად ვისაც უყურებს, მათ შორის, ერთ-ერთ მთავარ ადამიანს თუ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევენ და ჩვენ ამაზე ვუსაყვედურებთ, ეს არის ანტიდასავლურობა? ხომ არ შეიძლება ეს ანტიდასავლურობა იყოს. ამაში ხომ დიდი სპეკულაცია და დიდი ანტიდასავლურობაა თავის მხრივ, ჩადებული. ეს ხომ ასეა ობიექტურად. ადეიშვილზე ვლაპარაკობთ, ვიკამათოთ ადეიშვილი არის თუ არა ამ სისტემის შემქმნელი? ხომ არ არის საკამათო მომენტი, თვითონაც ვერ კამათობენ“ , - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება