მამუკა მდინარაძე - ეკონომიკური წინსვლა გვქონდა იმ პერიოდში, როცა ვიღაცების გათვლით, ომში უნდა ვყოფილიყავით

ღარიბაშვილი რომ გამოდიოდა და ჩვენი მომხრეებიც კი, პირადად ჩემთან რომ მოდიოდნენ და ამბობდნენ, ხომ შეიძლება, ასე ხისტად არ ეთქვა უკრაინასთან დაკავშირებითო, თურმე, ის ხისტი ნათქვამი, მაშინ ყოფილა პირდაპირ გარანტია იმ ნარატივის, რომ ჩვენ ყველანაირად დავუდგებით უკრაინას გვერდით, ოღონდ ომში ვერ ჩავერთვებით. ამისი გარანტია ყოფილა თურმე მაშინდელი ნათქვამი ქვეყნის პირველი პირის. ეს ხომ უნდა დავინახოთ?! , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ PalitraNews-ის გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ვინც ორი წლის წინ „ქართულ ოცნებას“ საყვედურობდა ხისტი განცხადებების გამო, ახლა მიხვდა, თუ რის ფასად შეინარჩუნა ხელისუფლებამ ქვეყანაში მშვიდობა,

„დღევანდელი გადასახედიდან ხომ კარგად დაინახა ყველამ, მაშინ ვინც გვსაყვედურობდა, ახლა ხომ ამბობენ, რომ მაშინ ამას ვერ ვხვდებოდით, თქვენ რომ ამაზე ლაპარაკობდით, ვღიზიანდებოდით კიდევაც, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ხომ მივხვდით, რაშია საქმე, დავაფასეთ და შევაფასეთ სწორად. ეს ჩემი ნათქვამი ხომ არ არის, ხომ ბევრი ადამიანი გინახავთ, თქვენც ხომ დამიდასტურებთ, რომ ორი წლის წინ, ძალიან რომ გვსაყვედურობდნენ, დღეს მადლობას რომ გვიხდიან თურმე, რა სწორად მოვქცეულვართ, რეები გადაგვიტანია, რეებისთვის გაგვიძლია და ამით შეგვინარჩუნებია მშვიდობა და განვითარება. ეკონომიკური წინსვლა გვქონდა იმ პერიოდში, როცა ვიღაცების გათვლით, ომში უნდა ვყოფილიყავით“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთთან წარმოებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, მდინარაძის განცხადებით, კომპრომისის მაგალითები რუსეთთან დაკავშირებით არ არსებობს, ხოლო პირდაპირი ფრენებით საქართველოს 800 000-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობს.

„კომპრომისის ერთი მაგალითი დამისახელეთ. კომპრომისი ვისთან არის, 800 000-ზე მეტი ქართველია რუსეთში და მაინცდამაინც სომხეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის გავლით უნდა დადიოდნენ და უნდა იტანჯებოდნენ? პირდაპირი ფრენით რომ ტურისტები სარგებლობენ, რუსები თუნდაც - ეროვნულობაზე და ფაშიზმზე ნუ გადავალთ, რუსია და მოვკლათ და რაღაცები გავაკეთოთ. ამ ნარატივსაც ვხედავდით, ხომ გახსოვთ? მერე მიხვდნენ ფაშიზმის გამოვლინებისთვის თავი უნდა დაენებებინათ და გაჩერდნენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შსს-ს მუშაობის დონე გამორიცხავს ქვეყანაში რუსეთის მხრიდან სახიფათო დაჯგუფებების შემოსვლას.

„ჯერ ერთი, უსაფრთხოების სამსახური როგორ აკონტროლებს, შსს და სუს-ი როგორ მუშაობს, სხვა მრავალ ქვეყანასთან ერთად პირველები ვართ მსოფლიოში, აგერ გამოქვეყნდა კვლევა, ეს ხომ ქართული კვლევა არ ყოფილა რაღაც რომ დაგვაბრალონ. მეორე - რუსებმა წაიღეს ყველაფერი და რუსები შემოდიან და რაღაცებს აწყობენ და „Z“-ებს რომ აწერდნენ და ამ ხალხს აგიჟებდნენ, ღამე რომ დარბოდნენ ვიღაცები - ეს მომენტი ხომ გადავიარეთ, ახლა აღარ გვახსენდება ხოლმე ეს ამბები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია