ოლაფ შოლცი უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემაზე - მისი გამოყენება ვერ მოხერხდება გერმანელი სამხედროების განთავსების გარეშე, უარვყოფ ასეთ ვარიანტს

Taurus-ის რაკეტების გამოყენება გერმანელი სამხედროების გარეშე ვერ მოხერხდება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში გამოსვლის დროს განაცხადა.

“ჩემი თვალთახედვით, საუბარია შორი მანძილის იარაღზე. ვინაიდან მისი გამოყენების დროს მნიშვნელოვანია მასზე კონტროლი არ დაკარგო, მისი გამოყენება ვერ მოხერხდება გერმანელი სამხედროების განთავსების გარეშე. უარვყოფ ასეთ ვარიანტს”, - განაცხადა შოლცმა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების მხრივ გერმანიას მეორე ადგილი უკავია აშშ-ის შემდეგ, ამავდროულად, შოლცმა დააკონკრეტა, რომ მიწოდებების ყოველ შემთხვევას გერმანიის ხელმძღვანელობა ინდივიდუალურად განიხილავს.

“კეთილგონიერება სისუსტე არაა, როგორც ზოგიერთი თვლის. კეთილგონიერება ის არის, რისი უფლებაც ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლებს გააჩნიათ”, - განაცხადა შოლცმა.

ცნობისთვის, აქამდე გერმანიის კანცლერმა არაერთხელ განაცხადა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემაზე, მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო კოალიციაშიც და ოპოზიციაშიც ამ ნაბიჯის გადადგმისადმი მოწოდებები გაჟღერებულა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება