ჯოზეფ  ბორელი - ჩვენ შევძელით: მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი უკრაინის დახმარების ფონდზე შეთანხმდა - მესიჯი ნათელია, დავეხმარებით, ყველაფრით, რაც საჭიროა, რათა გავიმარჯვოთ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“ჩვენ შევძელით: მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი [Coreper] უკრაინის დახმარების ფონდზე შეთანხმდა.

ფონდი საშუალებას მოგვცემს უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო დახმარება კიდევ 5 მილიარდი ევროთი გავზარდოთ.

მესიჯი ნათელია: უკრაინას დავეხმარებით, ყველაფრით, რაც საჭიროა, რათა გავიმარჯვოთ”, - წერს ბორელი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება