ავსტრია ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს

ავსტრია ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაზეთ Heute-ს განუცხადა.

ავსტრიის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მე-9 სტატიის შესაბამისად აღნიშნული თანამშრომლები “არასასურველ პირებად” გამოცხადდნენ. მათ ქვეყანა 19 მარტამდე უნდა დატოვონ.

ცნობისთვის, აქამდე ავსტრიულ მედიაში ცნობები ვრცელდებოდა, რომ რუსეთს თავისი დიპლომატების სადაზვერვო საქმიანობისთვის გამოყენება შეუძლია.

კერძოდ, ავრსტიული გაზეთი Falter-ი აღნიშნავდა, რუსეთის საელჩოში აკრედიტებული 23 დიპლომატი ბოლო წლების განმავლობაში სადაზვერვო საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი. ასევე, მათი ცნობით, ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, კარინ კნაისლი, რომელიც ახლა რუსეთში ცხოვრობს, მათ უნდა დახმარებოდა ინფორმაციის მიღებაში იმ უწყებიდან, რომელსაც აქამდე ხელმძღვანელობდა.

გამოცემა Die Presse-ისთვის მიცემულ კომენტარში, ავსტრიის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ კნაისლის მონაწილეობით გეგმა “დაგეგმარების სტადიას” არ გაცდენილა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება