ევროპარლამენტმა სომხეთის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის განხილვის წინადადებით გამოდის, - ინფორმაციას გამოცემა News.am ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის 504-მა წევრმა, წინააღმდეგი - 4 წავიდა, ხოლო 32-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.

დოკუმენტი, რომლის ავტორია „ევროპის სახალხო პარტიის“ ფრაქცია, წარმოდგენილია როგორც ყველა ფრაქციის ერთობლივი ინიციატივა.

რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტის წევრები გამოდიან შეთავაზებით, განიხილონ სომხეთის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა.

„თუ სომხეთი დაინტერესებულია კანდიდატის სტატუსის მოპოვებით და გააგრძელებს მდგრადი რეფორმების გზას, რომელიც გააძლიერებს მის დემოკრატიას, ეს შეიძლება გახდეს ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების ტრანსფორმაციის ეტაპის საფუძველი“, - ნათქვამია ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების ერთობლივი რეზოლუციის პროექტში. .

დეპუტატები მოუწოდებენ ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს, ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს, აქტიურად დაუჭირონ მხარი სომხეთს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაფართოებაში არა მხოლოდ ეკონომიკური პარტნიორობის, არამედ პოლიტიკური დიალოგის, უსაფრთხოების, ადამიანებსა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთობების სფეროებში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება