საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს სემეკის თანამშრომლები გაეცნენ

ელექტრონული არჩევნების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია ინტენსიურად მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საარჩევნო ტექნოლოგიებს ამჯერად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანამშრომლები გაეცნენ.

„სემეკის წარმომადგენლებთან შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარემ გახსნა და შეხვედრის მონაწილეებს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესზე, ტექნოლოგიურ სიახლეებსა და ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე მიაწოდა ინფორმაცია.

ელექტრონული აპარატების პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და კომისიის წევრები.

სემეკის თავმჯდომარემ აღნიშნული შეხვედრისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მადლობა გადაუხადა. დავით ნარმანიას განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები თანამედროვეა და საარჩევნო პროცესს ამარტივებს.

საქართველოში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ პრეზენტაციის გაცნობის შემდეგ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ კენჭისყრაში და პრაქტიკაში თავად გამოცადეს ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების მუშაობა“, - აღნიშნულია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება