ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სოფელ ხიდისთავში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სოფელ ხიდისთავში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, ხიდისთავში 1700 მეტრი ასფალტის საფარი დაიგება და სანიაღვრე არხი მოეწყობა.

„გზის რეაბილიტაციაზე მილიონ ლარამდე დაიხარჯება, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

საგზაო ინფრასტრუქტურა ხიდისთავის ერთ - ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უბანᲨი ამ დრომდე მოსაწესრიგებელი იყო, არ არსებობდა ასფალტის საფარი და სანიაღვრეები, რაც მოსახლეობას და მძღოლებს გადაადგილების პრობლემებს უქმნიდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს