ვლადიმერ პუტინი - საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა პატრიოტიზმის გამოვლინებაა

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა პატრიოტიზმის გამოვლინებაა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნების წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„პირდაპირ ვიტყვი, არჩევნებში მონაწილეობა პატრიოტული გრძნობის გამოვლინებაა. დონბასისა და ნოვოროსიის მაცხოვრებლებს, რომლებმაც რეფერენდუმებში რუსეთთან გაერთიანებას ხმა რთულ პირობებში მისცეს, ეს კარგად ესმით და ამ დღეებში არჩევანს გააკეთებენ.

კენჭისყრაში მონაწილეობას ფრონტის ხაზზე მყოფი ჩვენი ჯარისკაცებიც მიიღებენ. ისინი სამშობლოს იცავენ, სიმამაცესა და გამბედაობას აჩვენებენ და არჩევნებში მონაწილეობის მიღებით ყველა ჩვენგანს მაგალითს გვაძლევენ“, - აღნიშნა პუტინმა.

შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდება. არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი მონაწილეობს : ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ სლუცკი, ნიკოლაი ხარიტონოვი და ვლადისლავ დავანკოვი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს