გურამ მაჭარაშვილი - მოულოდნელი არ იყო, რომ აშშ-მა დაასანქცირა „მისტერ ობშორ“ კეზერაშვილი - როდესაც რადიკალური ოპოზიცია აქ ეძებდა ოლიგარქს, საკუთარი დამფუძნებელი მიიღო „მისტერ ობშორი“ ოლიგარქად

მოულოდნელი არ იყო, რომ აშშ-მა დაასანქცირა „მისტერ ობშორ“ კეზერაშვილი - როდესაც რადიკალური ოპოზიცია აქ ეძებდა ოლიგარქს, საკუთარი დამფუძნებელი მიიღო „მისტერ ობშორი“ ოლიგარქად; აქ ეძებდა საერთაშორისო სანქციებს და მიიღო „მისტერ ობშორის“ სანქციები შეერთებული შტატებიდან, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრზე დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „რასაც ცუდს, არასამართლიანად უსურვებ სხვას, ყოველთვის ბუმერანგით მოგიბრუნდება შენ”.

„პრინციპში, მოულოდნელი არ იყო, რომ აშშ-მა დაასანქცირა „მისტერ ობშორ” კეზერაშვილი. იმიტომ, რომ გარდა ქართული მართლმსაჯულებისა, საერთაშორისო სააგენტოების და არა მხოლოდ ჟურნალისტური გამოძიების მხრიდან ბევრი მტკიცებულება აქვს, რომ ის ქართული ჯარის ფულს იპარავდა, არამედ ევროპელი პენსიონერების ფულს იპარავდა. მათ შორის, მისი გარემოცვა დაკავებულია მსგავსი მტკიცებულებებით. აქედან გამომდინარეობს ის ფაქტიც, რომ თავად კეზერაშვილი დიდი ბრიტანეთიდან კვიპროსში გადასახლდა. ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში მას უკვე ოფიციალური ბრალი წაეყენება, მათ შორის, ევროპელი პენსიონერების ძარცვასთან და ზოგადად, თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით. ასეა, როდესაც რადიკალური ოპოზიცია აქ ეძებდა ოლიგარქს, საკუთარი დამფუძნებელი მიიღო „მისტერ ობშორი” ოლიგარქად. აქ ეძებდა საერთაშორისო სანქციებს და მიიღო „მისტერ ობშორის” სანქციები შეერთებული შტატებიდან. რასაც ცუდს, არასამართლიანად უსურვებ სხვას, ყოველთვის ბუმერანგით მოგიბრუნდება შენ”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

გარდა ამ საკითხისა, მაჭარაშვილის თქმით, ზურაბ ადეიშვილსაც მოუწევს სასჯელის მოხდა, როგორც ყოფილ პრეზიდენტს, „მიხეილ სააკაშვილს დაეწია სამართალი და ახლა იხდის სასჯელს”.

„პატიმარ სააკაშვილსაც ეგონა, რომ სამართალი ვერ დაეწეოდა და კონტეინერში დაიმალა, მაგრამ მიაგნო სამართალმა და ახლა იხდის სასჯელს. ასე მოუწევს ადეიშვილსაც ადრე თუ გვიან და ნებისმიერ პიროვნებას, რომელიც აღიარებულია დამნაშავედ არა მხოლოდ სასამართლოს მიერ, არამედ, ქართული საზოგადოების მიერაც”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება