მიხეილ სარჯველაძე - რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა - ზოგად პრობლემატიკაზე ვისაუბრეთ, პრობლემის გადაჭრაზე მოგვიანებით გვექნება შეჯერებული პოზიცია

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა - ზოგად პრობლემატიკაზე ვისაუბრეთ. კონკრეტული პრობლემის გადაჭრაზე მოგვიანებით გვექნება შეჯერებული პოზიცია, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან განმარტა, პირველ ადგილზე უნდა იყოს პაციენტის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი და სამედიცინო პერსონალის უფლებების დაცვა.

"რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან გაიმართა შეხვედრა, რომლის მიზანიც გახლდათ ის, რომ უშუალო კომუნიკაციის გზით გაგვერკვია მათი შეხედულებები, როგორ ხედავენ სამომავლო განვითარებას. პირველ ადგილზე უნდა იყოს პაციენტის უფლებების დაცვა მაღალი სტანდარტით, ასევე, ეს ისე ხორციელდებოდეს, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სამედიცინო პერსონალის უფლებები.

საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა იმის გათვალისწინებით, რომ საინტერესოა მოსაზრებები, რომელიც ამ ხალხს აქვს. მნიშვნელოვანია შეთანხმება, რომ სამომავლოდ გაგრძელდება თანამშრომლობა, ახალი იდეების განხილვის სრულფასოვანი შესაძლებლობა გვექნება. პირველ ეტაპზე, ზოგადად პრობლემატიკაზე ვისაუბრეთ. კონკრეტული პრობლემის გადაჭრაზე მოგვიანებით გვექნება შეჯერებული პოზიცია. ეს მუშა პროცესია, რომელიც დაიწყო", - აღნიშნა სარჯველაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება