ჯანდაცვის მინისტრი „დიარჯი“ სისტემაზე - მსჯელობა დაგვჭირდება, თუ როგორ შეიძლება სრულვყოთ არსებული სისტემა, მისი ნაკლოვანებები აღმოვფხვრათ, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს

მსჯელობა დაგვჭირდება, თუ როგორ შეიძლება, სრულვყოთ {„დიარჯის“} არსებული სისტემა, მისი ნაკლოვანებები აღმოვფხვრათ, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს. ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებებს,- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან „დიარჯი“ სისტემაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, სისტემა, ისე ფუნქციონირებდეს, რომ ნაკლოვანებებს არ ტოვებდეს.

„დიარჯი“ არის მეთოდი და ინსტრუმენტი, თუ როგორ მოხდება სამედიცინო სერვისის სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურება.

ნებისმიერი მეთოდის ავკარგიანობა იმის მიხედვით უნდა შევაფასოთ, რამდენად სრულყოფილად მუშაობს, რამდენად სამართლიანად უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესის დაკმაყოფილებას.

ალბათ, მსჯელობა დაგვჭირდება, თუ როგორ შეიძლება, სრულვყოთ {„დიარჯის“} არსებული სისტემა, მისი ნაკლოვანებები აღმოვფხვრათ, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს. ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებებს.

არ არსებობს სტანდარტული რეცეპტი, რომლითაც ჩვენ ვიმოქმედებთ.

მნიშვნელოვანია, სისტემა, რომელიც იქნება არჩეული, იმგვარად იყოს მხარდაჭერილი, ისე ფუნქციონირებდეს, რომ ნაკლოვანებებს არ ტოვებდეს. ჩვენ ვიმუშავებთ ამ საკითხების ირგვლივ. როგორი იქნება შეხვედრის, მსჯელობის და დისკუსიის ფორმატი, ამაზე მოვრიგდებით თვითონ იმ ხალხთან, ვისაც ამის ინტერესი აქვს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი