ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას, კომპანია „არემჯისა“ და მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისს“ შორის შეთანხმებას მოეწერა ხელი

ქალაქ ბოლნისის ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას, კომპანია ,,არემჯისა“ და მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისს“ შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ბოლნისური ღვინის პოპულარიზაციისა და ადგილობრივი მეღვინეების მხარდაჭერის საკითხში მხარეების შემდგომ საქმიანობას შეეხება. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეთანხმება მხარეებს შორის 2018 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაგრძელებაა და 6 წლის წინ დაწყებული თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადასვლას ითვალისწინებს.

„მემორანდუმის ხელის მომწერი მხარეებისა და დამატებით გაერთიანება „ღვინო ბოლნისში“ შემავალი მარნებიდან არჩეული 2 დამოუკიდებელი წევრის ჩართულობით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ბოლნისური მეღვინეობის შემდგომ განვითარებასა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მის პოპულარიზაციას აქტიურად შეუწყობს ხელს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება