კახა კალაძე - რის გამო მოხდა აფეთქება, რა იყო გამომწვევი მიზეზები, ამასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია - გადავრჩით რომ მსხვერპლი არ არის

რის გამო მოხდა აფეთქება, რა იყო გამომწვევი მიზეზები, ამასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია - გადავრჩით რომ მსხვერპლი არ არის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისში სამტრედიის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, შესაბამისი უწყებები ადგილზე მობილიზებულები არიან და ყველა ადამიანს, ვინც აფეთქების შედეგად დაზარალდა, დაეხმარებიან.

„შესაბამისი უწყებები ადგილზე მობილიზებულები არიან, სავარაუდოდ, ეს იყო ბუნებრივი აირის გაჟონვა, გამიჭირდება კონკრეტულად საუბარი. გადავრჩით, რომ მსხვერპლი არ არის. მოსახლეობა გაყვანილია დროებით, ზოგი სასტუმროში, ზოგი ახლობელთან დარჩა. ჩვენ, რა თქმა უნდა, დღესვე ჩავატარებთ ყველანაირ კვლევას, რომ ვნახოთ კორპუსის მდგომარეობა და როგორც კი გვექნება დასკვნები, მაშინვე დავიწყებთ შესაბამის სამუშაოებს, რომ მოხდეს აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება, მოწესრიგება და ყველა იმ ოჯახსა და ადამიანს დავეხმარებით, ვისაც რამე დაუზიანდა - არის კარებები გამონგრეული, ფანჯრებია ჩამსხვრეული, ყველას დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ“,- განაცხადა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება