ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარი ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვია

ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარი ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ტუჟბამ შეხვედრები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, ტოივო კლაართან, ჯიჰან სულთანოღლუსთან (გაერო-ს წარმომადგენელი) და ზიგფრიდ ვებერთან (ეუთო-ს წარმომადგენელი) გამართა.

„კონსულტაციების ფარგლებში მონაწილეებმა ყურადღება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობის განახლების საკითხებსა და თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრაზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათთვის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ძირითად ასპექტად ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე საქართველოს მიერ ხელმოწერის საკითხი რჩება.

შეხვედრის მთავარი თემა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60 რაუნდის დღის წესრიგის განხილვა იყო, რომელიც 4-5 აპრილს გაიმართება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება