კახა კალაძე - არ ახალია ის, რომ „ენჯეოები“ პოლიტიკურ პარტიებად ჩანან და თავს ესხმიან ყველაფერს, რაც ჩვენთვის ძვირფასია - ეს არის მათი პატრონების დავალება, ვისი ინტერესიცაა, რომ ქვეყანაში იყოს დაძაბულობა, რყევები

არ ახალია ის, რომ „ენჯეოები“ ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიებად ჩანან და ჩვეულებრივი მხარე არიან. ეს სიახლე არ არის - არასამთავრობო ორგანიზაციები ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ვიღაცას ტალახი ესროლონ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის შეფასებით, გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები "მათი პატრონების" დავალებებს ასრულებენ.

„არ ახალია ის, რომ „ენჯეოები“ ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიებად ჩანან და ჩვეულებრივი მხარე არიან. ეს სიახლე არ არის. რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა 2020 წლის არჩევნები რომ ავიღოთ, როცა შედეგების გამოცხადება ხდებოდა, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც პარალელურ დათვლებს აკეთებდა, გააყალბა პარალელური დათვლა იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა შემოეტანა, რევოლუცია და გადატრიალება მოეწყოთ. რაზე ვსაუბრობთ? ეს არასამთავრობო ორგანიზაციებია თავს ესხმიან სხვადასხვა ინსტიტუციებს, ეკლესიას, სარწმუნოებას, ყველაფერს, თუ კი რაიმე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ძვირფასია, ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ვიღაცას ტალახი ესროლონ. მე მგონია, რომ ეს არის მათი პატრონების დავალება. საიდანაც იმართებიან და ვისი ინტერესიც არის ის, რომ ქვეყანაში იყოს ყოველთვის დაძაბულობა, რყევები. ამ ადამიანების ხელით აღვივებენ პოლარიზაციას, დაპირისპირებას და ა.შ.“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს