თბილისის მერიამ ისნის რაიონში პადელის სამი მოედანი მოაწყო

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში პადელის სამი მოედანი მოაწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად, ახლად მოწყობილი მოედნები დაათვალიერა.

კახა კალაძის განცხადებით, სამომავლოდ პადელის მოედნები სხვა მულტიფუნქციურ ცენტრებთანაც მოეწყობა. მისივე თქმით, რეაბილიტირდება ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრიც.

„პადელი სიახლეა სპორტში. ბოლო წლების განმავლობაში დიდი პოპულარობა მოიპოვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოშიც რამდენიმე პროექტი განხორციელდა. მიხარია, რომ მოვახერხეთ აღნიშნულ სპორტკომპლექსში ამ მოედნების მოწყობა. სამომავლოდ ვგეგმავთ, მულტიფუნქციურ ცენტრებთან ასეთი პროექტები განხორციელდეს და დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი ისარგებლებს. გარდა ამისა, გვინდა, აღნიშნულ სპორტკომპლექსს რეაბილიტაცია ჩავუტაროთ. გარდა ამისა, აქ არის მუნიციპალური სივრცეები, სადაც შესაძლებელია სკეიტ პარკების, საჩოგბურთო და საფეხბურთო მოედნების მოეწყობა და ეს პროექტი, რა თქმა უნდა, განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე იმყოფებოდნენ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე.

თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან 984 000 ლარი დაიხარჯა. პადელი სპორტის ე.წ. საჩოგნო სახეობაა, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩამოყალიბდა. ბოლო წლებში უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში მოიკიდა ფეხი სპორტის ამ სახეობამ. საქართველოში რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა პადელის ფედერაციაც.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება