იმერეთში, ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალური ასამბლეა ჩატარდება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორს ალექსანდრე ონოფრიშვილს შეხვდა.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს იმერეთის რეგიონში, ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალური ასამბლეის ჩატარების საორგანიზაციო საკითხები.

„იმერეთში, 22-24 აპრილს ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის წევრი, 20-მდე ქვეყნის დელეგაცია ჩამოვა და კურორტებს ესტუმრება. ვიზიტის ფარგლებში დელეგატები კურორტების: წყალტუბოსა და საირმეს მინერალური წყლების უნიკალური თვისებების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას, ასევე გაეცნობიან ზოგადად რეგიონის ტურისტულ პოტენციალს.

რეგიონში, ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალური ასამბლეის ჩატარების მიზანია, მხარეში განვითარდეს სამედიცინო ტურიზმი, მოხდეს ახალი ბაზრების ათვისება და დაინტერესებულ პირებს შევთავაზოთ ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან ერთად კურორტების განვითარების სააგენტო მაქსიმალურად არის ჩართული იმერეთს მიეცეს გამაჯანსაღებელი, თერმული, ბალნეოლოგიური და მთის კურორტების განვითარების გზით ეკონომიკური პოტენციალისა და სოციალური სარგებლის გაზრდის შესაძლებლობა.

იმერეთის რეგიონში პირველად ტარდება ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალური ასამბლეა. ეს არის უნიკალური საშუალება მხარის, როგორც ტურისტული ბრენდის ცნობადობის ამაღლების ასევე, თერმული წყლების საბადოების ადგილზე გაცნობის“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს