ირაკლი ნადარეიშვილი - კაპიტალის ბაზრის რეფორმა მეტად აქტიურ ფაზაში გადავიდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მან კაპიტალის ბაზრის რეფორმაზე და საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კაპიტალის ბაზრის სასესხო კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზარი 2023 წელს გაორმაგდა და 2 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც იმ თანმიმდევრული პოლიტიკის და ბაზართან მუშაობის შედეგია.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით სამინისტრო და სხვა ჩართული უწყებები ბოლო 5 წლის მანძილზე აქტიურად საქმიანობდნენ. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ აქამდე სამინისტროსთვის კაპიტალის ბაზრის განვითარების დღის წესრიგში პრიორიტეტული საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა და განახლება იყო, წელს რეფორმა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც ისეთ ინტერვენციებში გამოიხატება, რომლებიც ბაზრის მეტ პრაქტიკულ სტიმულირებას და ხელშეწყობას მოახდენს.

ასეთ ინიციატივებს განეკუთვნება, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაგეგმილი კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მსგავსიც 2023 წელს EBRD-ის და ევროკავშირის მხარდაჭერით საპილოტე რეჟიმში განხორციელდა და რომლის ფარგლებშიც 600 მილიონ ლარზე მეტი სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვება მოხდა.

მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდების მხარდაჭერის მიმართულებით განსახორციელებელ ინიციატივებზე, რომლის ფარგლებშიც 2024 წელს დაგეგმილია სახელმწიფოს მხრიდან ზრდაზე ორიენტირებული მცირე და საშუალო კომპანიების კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდში მონაწილეობა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო