„წითელი ჯვარი“ - შეიარაღებული კონფლიქტებისას უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიება გრძელდება

14 მარტს, ერგნეთში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების დროს და შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის მე-19 შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვარი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც ქართველ, ოს და რუს მონაწილეებს აერთიანებს, 2010 წელს დაარსდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ეგიდითა და ტექნიკური მხარდაჭერით, როგორც ჰუმანიტარული პლატფორმა მხარეებს შორის ინფორმაციის გასაცვლელად.

„2023 წლის მაისში საკოორდინაციო მექანიზმის ბოლო შეხვედრის შემდეგ განხორციელებული საქმიანობის გარდა, განხილული საკითხები მოიცავდა ინფორმაციის მოძიების აუცილებლობას უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ხვედრის დასადგენად, მათ შორის შესაძლო სამარხების შესახებ, ასევე, პროცესთან დაკავშირებულ მიმდინარე გამოწვევებს.

“საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში წარმოებული დიალოგი მკაცრად ჰუმანიტარული ხასიათისაა. მონაწილეები თანხმდებიან, რომ აუცილებელია გაძლიერდეს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული 118 ადამიანის მოძიება. ყველა მხარის გაზრდილი ჩართულობა აუცილებელია მოძიებისა და იდენტიფიკაციის პროცესისთვის, ასევე, უგზო-უკვლოდ დაკარგული ოჯახების თანადგომისათვის“, - განაცხადა ანიეს ქოთუმ, ICRC-ის დესპანმა კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხებში, რომელიც შეხვედრას თავმჯდომარეობდა.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახებს აქვთ უფლება იცოდნენ, რა ბედი ეწია მათ ახლობლებს.

სანდო ინფორმაცია უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებისა და სავარაუდო სამარხების შესახებ, მათი ხვედრის გარკვევის აუცილებელი წინაპირობაა. ICRC იცავს ნებისმიერი მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას და მას მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნებისათვის იყენებს“, - აღნიშნულია “წითელი ჯვრის” გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება