„თიბისი კაპიტალმა“ საქართველოში კაპიტალის ბაზრის პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

„თიბისი კაპიტალმა“ საქართველოში კაპიტალის ბაზრის პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.

„თიბისის“ ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის წამყვანმა მოთამაშეებმა: J.P. Morgan, Citi, Fidelity Investments, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, Baker McKenzie, Dentons, BLC Law, Amundi, ADB, EBRD, IFC, ქართველი ემიტენტები და სხვა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კონფერენციის მონაწილე მსოფლიოში წამყვანმა ექსპერტებმა, "თიბისი კაპიტალის" გუნდთან ერთად, საკუთარი გამოცდილება, ბაზრის ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები გააზიარეს.

"ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციას ჩავუყარეთ საფუძველი კაპიტალის ბაზრის პირველი საერთაშორისო კონფერენციის სახით, რომელსაც ყოველწლიურად ვუმასპინძლებთ. თბილისში, "თიბისი კაპიტალის" ორგანიზებით, კონფერენციის მონაწილეებისა და სტუმრების სახით, ძალიან მნიშვნელოვანი აუდიტორია შეიკრიბა: ხელისუფლების წარმომადგენლები, ისეთი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლები, როგორებიცაა J.P. Morgan და Citi, დარგის ექსპერტები, საერთაშორისო ინსტიტუციური ინვესტორები, ადგილობრივი ემიტენტები. კაპიტალის ბაზრის უპრეცედენტო ზრდის მომსწრეები და მონაწილეები ვართ. განსაკუთრებული ზრდით გამოირჩევა საჯარო ობლიგაციების ადგილობრივი ბაზარი, რომელიც გასულ წელს გაორმაგდა და ჯამში 2 მილიარდ ლარს მიაღწია. "თიბისი," როგორც ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, ბაზრის სწრაფ ზრდას ამ კონფერენციით პასუხობს, სადაც ყველა დაკავშირებული მხარე ერთად შევიკრიბეთ, ბაზრის შედეგები განვიხილეთ და სამომავლო პოტენციალი და პერსპექტივები შევაფასეთ. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში კაპიტალის ბაზრის პირველი და მომავალში უკვე ტრადიციული კონფერენციით, ბაზრის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი", - აცხადებს "თიბისის" გენერალური დირექტორის მოადგილე, გიორგი თხელიძე.

როგორც „თიბისის“ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონფერენციაზე არაერთი მნიშვნელოვანი თემა განიხილეს.

„კონფერენციაზე, ინდივიდუალური გამოსვლებისა და პანელური დისკუსიების ფარგლებში, ისეთი მნიშვნელოვანი თემები დაიფარა, როგორებიცაა:

გლობალურ კონტექსტში, რეგიონული სავალო კაპიტალის ბაზარი და ამ კონტექსტის საქართველოზე გავლენა.

ევრობონდების რეგიონული ბაზრის პერსპექტივები და 2024 წლის მოლოდინები - რამდენადაა ხელსაყრელი დრო ახლა როგორც ობლიგაციების გამოშვებისთვის, ასევე ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებში ინვესტირებისთვის.

"თიბისი" კაპიტალის კვლევა საქართველოში ობლიგაციების ბაზრის განვითარების შესახებ.

ინსტიტუციური მხარდაჭერა კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის - რა პროგრამები არსებობს და როგორ ხდება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ინვესტიციების მოზიდვა.

მდგრადი სავალო კაპიტალის ბაზრები

ESG ბონდები და მდგრადი დაფინანსება

ადგილობრივი ბონდები VS ევრობონდები

არსებული ემიტენტების წარმატებული გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები

აქტივების მართვის პერსპექტივები საქართველოში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი