ეროვნულ ბანკში მასწავლებელთათვის განკუთვნილი „სკოლა-ბანკის“ ტრენინგები გრძელდება

ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუ“ (www.finedu.gov.ge) „სკოლა-ბანკის“ პროექტის ფარგლებში მასწავლებელთა გადამზადებას განაგრძობს. 11-14 მარტს ეროვნულ ბანკში ტრენინგების მორიგი 2 სესია გაიმართა, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და რეგიონიდან საჯარო და კერძო სკოლების 40 მასწავლებელი დაესწრო.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2-დღიან ტრენინგებზე ფინანსური განათლების საკითხების სკოლაში სწავლების ყველა ის აქტიური მეთოდი და საკითხი განიხილეს, რომელიც „სკოლა-ბანკის“ სახელმძღვანელოშია მოცემული, მათ შორის დაზოგვა და ბიუჯეტირება, გონივრული სესხება, საბანკო პროდუქტები, მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობა, ფინანსური უსაფრთხოება და ა.შ.

ტრენინგის შემდეგ ყველა მონაწილე მასწავლებელს შესაბამისი სასწავლო მასალა და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.

„ტრენინგის ფარგლებში მიღებულ ცოდნას მასწავლებლები სკოლებში დანერგავენ და თავიანთ მოსწავლეებს „სკოლა-ბანკის“ მოდულით გათვალისწინებულ 15 გაკვეთილს ჩაუტარებენ.

აღსანიშნავია, რომ „სკოლა-ბანკი“ საქართველოს ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო ორგანიზაცია Aflatoun International-ის (ყოფილი Child and Youth Finance International) (Aflatoun International) მიერ შემუშავებული ფინანსური განათლების პროგრამაა, რომელიც VII-IX კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი. გაკვეთილები მოზარდებისთვის გასაგები ენითა და სახალისო ფორმატით არის გადმოცემული, რაც მასწავლებლებს ფინანსური განათლების საკითხების თამაშით, ეფექტურად მიწოდებაში, მოსწავლეებს კი საკითხით მეტად დაინტერესებასა და აქტიურად ჩართულობაში ეხმარება.

“სკოლა-ბანკის“ ტრენინგის გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ მასწავლებელს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ საგანს ასწავლის.

ამ ეტაპისთვის, „სკოლა-ბანკის“ პროექტის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა მასწავლებელთა 10 ნაკადს უმასპინძლა და დაახლოებით 200-მდე მასწავლებელი გადაამზადა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს