სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე ევროპის საბჭოს პროექტის წარდგენაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე ევროპის საბჭოს პროექტის - ,,ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერება საქართველოს სამართალდამცავ უწყებებში“ წარდგენის ღონისძიებას დაესწრო და მისასალმებელი სიტყვით წარსდგა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ გახსნა და მას ევროპის საბჭოს პოლიციისა და თავისუფლების აღკვეთის საკითხებზე თანამშრომლობის მე-2 განყოფილების ხელმძღვანელი დონჩე ბოშკოვსკი უძღვებოდა.

ინფორმაციის თანახმად, კოკა კაციტაძემ სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება ევროპის საბჭოს ოფისის დახმარებით განხორციელებულ პროექტებს დაუთმო და საგამოძიებო სამსახურის განვითარების პროცესში ევროპის საბჭოს როლზე ისაუბრა.

კოკა კაციტაძის თქმით, სამსახურის ამოქმედებიდან დღემდე, ევროპის საბჭოს ოფისი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს განსაკუთრებულ მხარდაჭერას უწევს ისეთი ღონისძიებების განხორციელებაში, რომელიც ორიენტირებულია მსხვერპლთა უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნაზე და გამჭვირვალე გამოძიების წარმოებაზე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შემუშავებულ საგამოძიებო პოლიტიკის განმსაზღვრელ სახელმძღვანელო დოკუმენტებზე. ასევე, ხაზი გაესვა სამსახურის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით გამართულ რეგიონალურ შეხვედრებს.

„ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ევროპულმა კომისიამ საქართველოს წარმოუდგინა ჯერ 12 რეკომენდაცია, შემდგომ 9 პუნქტიანი რეკომენდაცია, სადაც ხაზგასმულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ეფექტურობის გაძლიერების და დამოუკიდებლობის აუცილებლობა. თუ, დღეს სამსახურმა აღნიშნული მიმართულებებით გარკვეულ წარმატებას მიაღწია, ამაში დიდი წვლილი ევროპის საბჭოს პროექტს მიუძღვის“, - განაცხადა კოკა კაციტაძემ სიტყვით გამოსვლისას.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

პროექტის წარდგენას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები - გიორგი კვარაცხელია და ნათია სონღულაშვილი, სამსახურის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ევროპის საბჭოს პროექტის მენეჯერი მიხაილო ისკრა და ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის პროექტის უფროსი ოფიცერი ეთერ ყამარაული ესწრებოდნენ“, - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო