პრემიერი - ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით კონკრეტული სამუშაოების დაწყებას ივნისიდან ვგეგმავთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით სატენდერო პროცედურები მაისში დასრულდება.

როგორც ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, უკვე ივნისიდან ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება.

„ანაკლიას რაც შეეხება, პროცედურები უკვე დაწყებულია. მაისის ბოლოსთვის უკვე სავარაუდოდ, გამოვლინდება კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება სამუშაოებს. უფრო მეტიც, ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე ივნისიდან დავიწყოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

როგორც მოგეხსენებათ, უშუალოდ მთავრობაც ახორციელებს ინვესტიციებს ამ სფეროში, ანაკლიის პორტის განვითარების კუთხით. შესაბამისად, არა მხოლოდ პროცედურებს დავასრულებთ, არამედ ივნისიდან ვგეგმავთ უკვე კონკრეტული სამუშაოების დაწყებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით“, - დასძინა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობას ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით მკაფიო გეგმა აქვს.

„პროცედურები დაიწყება მარტში. მარტი, აპრილი, მაისი დასჭირდება ტენდერის დასრულებას. მაისის ბოლოსთვის უკვე ტენდერის პროცედურა იქნება დასრულებული, ივნისიდან იქნება შესაძლებელი სამუშოების დაწყება. ეს არის მკაფიო გეგმა, რომელიც აქვს მთავრობას და ამ გეგმას, რა თქმა უნდა, გავყვებით“, - აღნიშნა პრემიერმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება