საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ყვარელში სიმულაციური ფართომასშტაბიანი სწავლება ჩაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, კახეთის რეგიონში, ქალაქ ყვარელში, სამოქალაქო უსაფრთხოების კომპლექსური სამაშველო სწავლება „დურუჯი 2024“ ჩაატარა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სწავლების მიზანს, ყვარელში არსებული განგაშის გამაფრთხილებელი სისტემის ტესტირება, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა, ასევე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

სწავლებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ეროვნული გვარდიის სარდალი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ევროპელი და ამერიკელი ექსპერტები ესწრებოდნენ.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით, ინტენსიური წვიმების შედეგად მდინარე დურუჯის შესართავის მიმდებარე ტერიტორიებზე შეიქმნა ღვარცოფის მოვარდნის საფრთხე, რასაც შესაძლოა გამოეწვია რისკის ზონაში არსებული საცხოვრებელი უბნების დატბორვა. სიტუაციის ეფექტიანად მართვისთვის, შეიქმნა შტაბი, სადაც გამოწვეული რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, შედგა კრიზისის მართვის გეგმა. უწყებების კოორდინირებულად მუშაობის შედეგად, მოხდა მოსახლეობის უმოკლეს დროში ინფორმირება და ყველა შესაბამისი საევაკუაციო მოქმედებების განხორციელება.

სიმულაციურ სწავლებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებთან ერთად, საქართველოს ეროვნული გვარდია, გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები, საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო